ცხრა მთა ფეხით მოვიარე, შენს საძებნადა.
კოკა წყალი შევაგროვე წვეთ-წვეთ ხელადა.
ღამე მთვარეს მოვუყვები ზღაპარს შენადა,
დილას მზესაც დავუმღერებ ლექსა გრძელასა.

გელინო, გელინო, ნელ-ნელა წამომყევი, ო გელინო
გელინო, გელინო, კარის თავი მაღალია, გელინო,

მიწა ლოგინად გვეყოფა დასაძინადა.
ცასა ზედა დავიხურავთ დასასაბნადა.
ქარი ჩუმად დაგვიმღერებს გვეტყვის ნანასა,
ვარსკვლავ სანთლად აინთოს შუქურ-ნათლადა

გელინო, გელინო, დედამთილი დედასავით, გელინო
გელინო, გელინო, მამამთილი მამასავით, გელინო.

გელინო, გელინო, ნელ-ნელა წამომყევი, ო გელინო
გელინო, გელინო, კარის თავი მაღალია, გელინო,
გელინო, გელინო, დედამთილი დედასავით, გელინო
გელინო, გელინო, მამამთილი მამასავით, გელინო

Comments (0)